ამერიკელი სენატორები ელიზაბეტ უორენი, რიჩარდ ბლუმენტალი და ლინდსი გრემი კიევში იმყოფებიან. სენატორები ქვეყნის პირველ პირს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ.
"აქ ვართ ორივე პარტიის წარმომადგენლები იმის სათქმელად, რომ გვსურს [უკრაინელებს] დავეხმაროთ. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მაღ აქვთ ყველა რესურსი ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ საბრძოლველად, რადგან ისინი უკრაინის და მსოფლიოში დემორატიის გადასარჩენად იბრძვიან. ჩვენთვის პატივია, რომ შეგვიძლია უკრაინელი ხალხის გვერდით ვიდგეთ", - უთხრა ჟურნალისტებს ელიზაბეტ უორენმა.
კიევში ყოფნის დროს სენატორებმა კომენტარი კიევისთვის დამატებითი იარაღის გადაცემასთან დაკავშირებითაც გააკეთეს. დემოკრატმა სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა თქვა, რომ "ატაკმასები", შორ მანძილზე მოქმედი არტილეტია, აუცილებელია შორს მყოფი სამიზნეებზე დასრტყმელად, ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეებში".
საჰაერო იერიშებისგან თავდასაცავად არსებულ თავშესაფარში ჩატარებული პრესკონფერენციის დროს რესპუბლიკელმა სენატორმა გრემმა გააკრიტიკა მედიაში გარცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს უკრაინის კონტრშეტევა წარმატებულად არ მიმდინარეობს. მისი თქმით, უკრაინელები შეძლებენ რუსებზე გარჯვებას და ქვეყნის გათავისუფლებას.
"მედიაში ნათქვამია, რომ [კონტრშეტევა] ჩიხშია - თქვენ ცდებით. მათ [უკრაინულმა ძალებმა] გუშინ გაარღვიეს თავდაცვის ძირითადი ხაზი. უკრაინაში უფრო მეტი რუსული ნაღმი იყო განთავსებული, ვიდრე - შესაძლოა ნებისმიერ ადგილას თანამედროვე ომის ისტორიაში. უკრაინელებმა კი ეს გადალახეს და თუ მათთან ერთად დავრჩებით, რუსეთს [უკრაინიდან] გააძევებენ“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გრემმა.
სენატორების ვიზიტი უკრაინისთვის სიმბოლურად მნიშვნელოვან დღეებს, ეროვნული დროშისა და დამოუკიდებლობის დღეებს დაემთხვა.