ამერიკა, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია გაეროს ირანის საქმის გამოძიებას სთხოვენ. მათი განცხადებით, ქვეყნის მიერ ცოტა ხნის წინ ბალისტიკური რაკეტის გამოცდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას არ შეესაბამება.
„რაკეტის ეს გაშვება არის მუქარა და პროვოკაციული ნაბიჯი ირანის მხრიდან“, - ვკითუხლობთ ამერიკის მიერ ოთხი ქვეყნის სახელით ოთხშაბათს გაეროს გენერალური მდივნისადმი და უსაფრთხოების საბჭოსთვის გაგზავნილ წერილში.
გასულ ხუთშაბათს, ირანმა განაცხადა, რომ წარმატებულად გაუშვა კოსმოსში რაკეტა, რომელზეც სატელიტია. თეირანი ამტკიცებს, რომ რაკეტა „შიმორღზე“ შესაძლებელია 250 კილოგრამიანი სატელიტის განთავსება და მას შეუძლია მისი დედამიწიდან 500 კილომეტრის სიმარლეზე ატანა. თუმცა მეტი დეტალი რაკეტის გაშვების შესახებ ცნობილი არ არის.
Facebook Forum