ტრამპის ადმინისტრაციამ რუსული კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც რუს ოლიგარქს ოლეგ დერიპასკას უკავშირდება სანქციები გაუუქმა, მიუხედავად კონგრესში არსებული წინააღმდეგობისა.
დემოკრატები და რესპუბლიკელების ნაწილი აცხადებდნენ, რომ კომპანიები "რუსალი", მისი მშობელი კომპანია "ი-ენ+ ჯგუფი" (En+ Group), და ენერგო კომპანია "ჯეი-ეს-სი ეუროსიბენერგო" (JSC EuroSibEnergo) დერიპასკას კონტროლის ქვეშ არის. თუმცა, ამერიკის ხაზინის დეპარტამენტმა კვირას განაცხადა, რომ ამ კომპანიებმა შეამცირეს დერიპასკას “პირდაპირი და არაპირდაპირი აქციები” და შეუზღუდეს მას კონტროლი. დეპარტამენტის განცხადებით, კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოები დამოუკიდებელი პირებისგან დაკომპლექტება, მათ შორის ევროპელებისა და ამერიკელებისგან.
დეპარტამენტმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანიები დათანხმდენ “უპრეცენდენტო გამჭირვალობას”, მათ შორის აუდიტის, სერტიფიცირების და მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით. ხაზინის დეპარტამენტმა დერიპასკას წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციები ძალაში დატოვა.
სანქციების შენარჩუნების მომხრეთა არგუმენტი იყო, ის, რომ დერიპასკა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მოკავშირე, შეზღუდული მფლობელობის პირობებშიც გააგრძელებს ამ კომპანიებზე კონტროლის შენარჩუნებას.
ცალკეულმა კანონმდებლებმა ორივე პარტიიდან ასევე ხაზი გაუსვეს იმ ფაქტორს, რომ სპეციალური გამომძიებლის რობერტ მიულერის მიერ რუსეთის და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო გუნდის შესაძლო კავშირების შესწავლის ფონზე, ეს არასწორი გადაწვეტილება იყო.
თუმცა, დონალდ ტრამპი და სხვა რესპუბლიკელები გამოხატავდნენ უკმაყოფილებას იმ მიზეზით, რომ საქნციები ვნებდა ალუმნინის მსოფლიო ინდუსტრიას.
Facebook Forum