ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-რუსეთის სავაჭრო ურთიერთობების ნორმალიზება


სენატორები რუსეთის ოფიციალური პირებზე დაწესებულ სანქციებზეც მსჯელობენ

შეერთებული შტატების სენატმა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის ნორმალიზებას დაუჭირა მხარი, ამასთან დააწესა სანქციები რუსეთში ადამიანის უფლებების დამრღვევების წინააღმდეგ. სანქციებს მიეკუთვნება ამერიკაში შემოსვლაზე უარი და ამერიკულ ბანკებში ანგარიშების გაყინვა. გასულ თვეს წარმომადგენელთა პალატამ მოხსნა ის აკრძალვები, რომელიც ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირთან ვაჭრობაზე იყო დაწესებული. სენატმა დაამტკიცა ასევე სავაჭრო ურთიერთობების ნორმალიზების კანონი მოლდოვასთან. პრეზიდენტმა ობამამ პირობა დადო, რომ ხელს მოაწერს სენატის მიერ მიღებულ კანონს. .

XS
SM
MD
LG