ჯეფ სეშენსი, შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი, სენატში ამერიკელი კანონმდებლების კითხვებს უპასუხებს. დღეს დაგეგმილ საჯარო მოსმენაზე მას სავარაუდოდ, რუსეთის ელჩთან კონტაქტების შესახებ და გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის, ჯეიმს კომის თანამდებობიდან გაშვების თაობაზე შეეკითხებიან.
სენატის დაზვერვის კომიტეტის მოსმენა მხოლოდ ერთია იმ მრავალ გამოძიებას შორის, რომელიც ამერიკაში, გასული წლის ნოემბერში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის ჩარევას ეხება. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ არჩევნებამდე, გენერალური პროკურორი რუსეთის ელჩს - სერგეი კისლიაკს ორჯერ შეხვდა, სეშენსი იძულებული გახდა ერთ-ერთი გამოძიების ზედამხედველობას ჩამოცილებულიყო, რომელსაც გამოძიების ფედერალური ბიურო აწარმოებდა.
საქმე იმაშია, რომ მანამდე, იანვარში, თანამდებობაზე დამტკიცების დროს, სეშენსმა კანომდებლებთან თქვა, რომ რუსებს არ შეხვედრია. მოგვიანებით, იუსტიციის დეპარტამენტმა სეშენსის კისლიაკთან საუბრები იმით ახსნა, რომ მსგავსი შეხვედრები, ამერიკის სენატორის როლში, მისი სამსახურის შემადგენელი ნაწილი იყო.
Facebook Forum