ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენერალურ პროკურორს გადადგომისკენ მოუწოდებენ


დემოკრატი კონგრესმენები, შეერთებული შტატების გენერალურ პროკურორ ჯეფ სეშენს მოუწოდებენ, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის გამოძიებას ჩამოშორდეს ან თანამდებობიდან გადადგეს. დემოკრატებმა ეს მოწოდებები მას შემდეგ გააჟღერეს, რაც გაიგეს, რომ გასულ წელს სეშენსი რუსეთის ელჩს შეხვდა.

სეშენსი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო კამპანიაში ეხმარებოდა და შეერთებული შტატების სენატში მუშაობასთან ერთად, მისი კამპანიის მრჩევლის როლსაც ასრულებდა.

თანამდებობაზე დასამტკიცებელ მოსმენებზე სეშენსმა თქვა, რომ ტრამპის კამპანიის თაობაზე რუსებთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

სეშენსი რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკს, ივლისში, რესპუბლიკური პარტიის ეროვნული ყრილობის კულუარებში შეხვდა. შემდეგ კი სექტემბერში, როგორც მოქმედი სენატორი, თავის კაპიტოლიუმის ოფისში.

თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ სეშენსი სენატის შეიარაღებული ძალების სამსახურის კომიტეტის წევრი იყო და საუბარი ოფიციალური თანამდებობის ფარგლებში გაიმართა.

XS
SM
MD
LG