ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენერალურმა პროკურორმა ფიცი დადო


სენატორმა ჯეფ სეშენსმა დღეს გენერალური პროკურორის მოვალეობის შესრულების დაწყებამდე ფიცი დადო. ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა და მას პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი დაესწრნენ.

სეშენსი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე სენატმა გუშინ, მწვავე დებატების შემდეგ დაამტკიცა.

სენატორი სეშენსის კანდიდატურას 52 სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი 47 წავიდა.

“ეს განსაკუთრებული პატივია. ვიმედოვნებ და ვლოცულობ, რომ ჩემდამი გამოხატულ ნდობას გავამართლებ. საამისოდ ყველა ღონეს ვიხმარ,” განაცხადა სეშენსმა.

თითქმის 30 წლის წინ სეშენსი ფედერალური მოსამართლის თანამდებობაზე იყო წარდგენილი, მაშინ სეშენს სენატმა მხარი არ დაუჭირა.

XS
SM
MD
LG