ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი მასშტაბური ბირთვული პასუხით იმუქრება


რუსეთი აცხადებს, რომ ამერიკის მცდელობა გამოიყენოს მცირე-მუხტიანი ბირთვული ქობინი, რუსული სამიზნეების წინააღმდეგ, მასშტაბურ ბირთვულ პასუხს გამოიწვევს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს პასუხობდა, რომლის მიხედვითაც მცირე-მუხტიანი ქობინის ბირთვული ბალისტიკური რაკეტა, ატომური წყალქვეშა ნავებიდან გასროლის შემთხვევაში, რუსეთიდან და ჩინეთიდან მომდინარე ახალ საფრთხეებს გაანეიტრალებს.

სახელწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ მცირე მუხტიანი იარაღი, „ბირთვული ომის რისკს ამცირებს და აძლიერებს შეკავებას და დაზღვევას". სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ რუსეთი მსგავსი ბირთვული იარაღის გამოყენებას გეგმავს, ბირთვული დაპირისპირების შემთხვევაში. მოსკოვი ამ ინფორმაციას უარყოფს.

„ნებისმიერი თავდასხმა, შეერთებული შტატების ატომური წყალქვეშა ნავებიდან ბალისტიკური რაკეტის გასროლით, მიუხედავად იარაღის ტიპისა, აღქმული იქნება, როგორც ბირთვული აგრესია“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ.

რუსეთი ამბობს, რომ მას სურთ 2010 წლის ბირთვული შეთანხმების გაგრძელება, რომელსაც ვადა მომავალ წელს გასდის. შეთანხმება ზღუდავს ბირთვული იარაღის, ქობინების და ბომბდამშენების რაოდენობას და განთავსებას. ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მათ ახალი შეთანხმება სურთ, ჩინეთის თანამონაწილეობით, რასაც რუსეთი „არაპრაქტიკულს“ უწოდებს და არ ეთანხმება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG