ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში დემონსტრანტები დააპატიმრეს


هه‌ولێر
هه‌ولێر

ვაშინგტონში პოლიციამ 31 ადამიანი დააპატიმრა, რომლებიც ოულ სტრიტის საწინააღმდეგო აქციაში იღებდნენ მონაწილეობას.

პოლიციამ დაანგრია საპროტესტო აქციაში მონაწილეთა მიერ მაკფერსონის მოედანზე აშენებული ხის სახლი.

ვაშინგტონის პოლიციამ დემონსტრანტებს ამ შენობის აგებისთვის აუცილებელი ნებართვა მოთხოვა და უარის მიღების შემდეგ დაანგრია აღნიშნული ხის კონსტრუქცია და მის სახურავზე ამძვრალი ადამიანები დააპატიმრა.

დაიკავე ოულ სტრიტის მოძრაობის წევრები ამერიკაში გამეფებული სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ გამოდიან და კორპორაციების სიხარბეს გმობენ. მათი თქმით ეს პატარა ქოხი ზამთრის ყინვის დროს აქციაში მონაწილეთა თავშესაფრად იყო გამიზნული.

პოლიციამ ასევე დაარბია დაიკავე ოულ სტრიტის მოძრაობის აქტივისტების მიერ აგებული ბანაკები პორტლენდსა და ორეგონში.

XS
SM
MD
LG