ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ჩინეთს კიბერ-ომში ადანაშაულებს


ამერიკა ჩინეთს კიბერ-ომში ისევ ადანაშაულებს, ჩინეთი ბრალდებებს ისევ უარყოფს და ამერიკას თანამშრომლობას სთავაზობს

ჩინეთის ახალი პრეზიდენტი ამერიკის ოფიციალურ პირებს პირველად შეხვდა. ერთ-ერთი მიმდინარე საკითხი რომელზეც ისაუბრეს, არის ვაშინგტონის მხრიდან არის ჩინეთის დადანაშაულება კიბერ- შეტევების შესახებ.
ამერიკის ხაზინის მდივნის ჯეკ ლიუს და ჩინეთის ახალი პრეზიდენტის სი ძინპინის შეხვედრა პეკინში ხელის ჩამორთმევით და სახეზე ღიმილით დაიწყო.
ჯეკ ლიუმ განაცხადა, რომ ამერიკას და ჩინეთს აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა შეინარჩუნონ ძლიერი, სტაბილური და მყარი წინსვლა მსოფლიოში.
თუმცა, დაძაბულობა მაინც არსებობს. ამერიკის ხელისუფლებას და ბიზნესის წარმომადგენლებს სულ უფრო მეტად აღელვებთ ის გახშირებული მტკიცებულებები, რომელიც ამერიკაზე ჩინეთის კიბერ-შეტევებს შეეხება.
ეს ბრალდება ჩინეთის ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა ლი კეციანმა კვირის დასაწყისში გამართულ პრესკონფერენციაზე უარყო.
მისი განცხადებით, ჩინეთი არათუ ახორციელებს მსგავს ქმედებას, პირიქით ასეთი ქმედებების წინააღმდეგია. ამ თემაზე კითხვის დასმის დროს მას უდანაშაულობის პრეზუმპცია გაახსენდა. მისი აზრით, მათ ერთმანეთი უსაფუძვლოდ არ უნდა დაადანაშაულონ და მეტი დრო დაუთმონ პრაქტიკულ საკითხებს რომელიც კიბერ-უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს.
თუმცა, ბევრი ამერიკელი ექსპერტი აცხადებს, რომ ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს მტკიცებულება აკლია.
კიბერ-უსაფრთხოების კომპანიამ „მადიანტიმ“ ჰაკერების მიერ ათობით კიბერ-შეტევის ფაქტი გამოავლინა, რომელიც შანხაიში მდებარე სამხედრო შენობიდან განხორციელდა. „მადიანტის“ უშიშროების ოფიცერი რიჩარდ ბიტლიჩი ამბობს რომ ჰაკერებს პირდაპირ დახმარებას ჩინეთის ხელისუფლება უწევდა:
"ამ ჯგუფის თამაში სახელია ქურდობა. ისინი იქ არ არიან სადაც მონაცემთა განადგურება ხდება. ისინი არ არსებობენ იმისთვის, რომ მონაცემები შეცვალონ. მათ უბრალოდ მონაცემები მიაქვთ აქედან."
დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ კონგრესმენმა მაიკ როჯერსმა საკითხი უფრო კონკრეტულად დააყენა.
მისი განცხადებით, ეს არის კიბერ-ომი. ბევრმა ამერიკელმა არ იცის ამის შესახებ. არც მსოფლიოში იციან ამის შესახებ და სწორედ ამ დროს იკარგება ბევრი რამ.
პრეზიდენტი ბარაკ ობამა პირობას დებს, რომ ამერიკის კანონების და უფლებების რეკონსტრუქცია მოხდება იმისათვის რომ, კიბერ-შეტევის გაზრდილი საფრთხეებისგან თავის დაცვა მოახერხონ.
ჩინეთის ლიდერი ამ საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს.
მისი განცხადებით, ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთის და ამერიკის ურთიერთობას. ამიტომ მათი სურვილია, ამერიკასთან ერთად ითანამშრომლონ ამ საკითხზე იმისათვის, რომ ჩინეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთთანამშრომლობა განავითარონ, რომ ორ ძლიერ სახელმწიფოს შორის კოოპერაცია გაგრძელდეს.
თუმცა, ამის მიუხედავად ნაკლებ სავარაუდოა, რომ ბრალდებებთან დაკავშირებით ვაშინგტონის პოზიცია მალე შეიცვალოს.
XS
SM
MD
LG