შეერთებულ შტატებში მეორე საპრეზიდენტო დებატები გაიმართა, რომლის დროსაც რესპუბლიკელმა მიტ რომნიმ პრეზიდენტ ობამას ეკონომიკური პოლიტიკა გააკრიტიკა და ბიუჯეტის დეფიციტის გაორმაგებაში დასდო ბრალი.
თავის მხრივ, პრეზიდენტი ობამა აცხადებს, რომ ის თავის პირობას აუცილებლად შეასრულებს. მისი თქმით: „ოთხი წლის წინ ამერიკელებს შევპირდი, რომ საშუალო ფენას გადასახადებს შევუმცირებდი და შევასრულე ჩემი დაპირება. დაგპირდით, რომ მცირე ბიზნესსაც მივცემდი შეღავათებს და ესეც შევასრულე. ვთქვი, რომ დავამთავრებდი ერაყის ომს და ასეც მოხდა. 11 სექტემბრის ორგანიზატორების დასჯასაც დაგპირდით და დღეს ოსამა ბინ ლადენი მკვდარია.“
პრეზიდენტობის კანდიდატები აგრძელებენ წინასაარჩევნო კამპანიას. ბარაკ ობამა დებატების შემდეგ აიოვასა და ოჰაიოში გაემგზავრა, მიტ რომნი კი ვირჯინიის შტატში ცდილობს ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვებას.