ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამასა და რომნის მეორე დებატები


მეორე საპრეზიდენტო დებატები როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის საკითხებს შეეხო

ნიუ იორკის შტატში მდებარე ჰოფსტრას უნივერსიტეტში, პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და მის რესპუბლიკელ ოპონენტს, მიტ რომნის შორის მეორე საპრეზიდენტო დებატები გაიმართა, რომლის დროსაც კანდიდატები დარბაზში მყოფი მერყევი ამომრჩევლების შეკითხვებს პირისპირ პასუხობდნენ.

ენერგეტიკის, ეკონომიკის, დასაქმებისა და ქალებისათვის თანასწორი ანაზღაურების უზრუნველყოფის საკითხებზე დასმული შეკითხვების შემდეგ, ბატონ რომნის ერთ-ერთმა ამომრჩეველმა იმიგრაციის შესახებ დაუსვა შეკითხვა.

მიტ რომნის თქმით, იგი არ ემხრობა არალეგალი იმიგრანტების ამნისტიას. მან განაცხადა, რომ მას სურს - ლეგალური საიმიგრაციო სისტემა იყოს ეფექტური და სწორხაზოვანი, რათა პოტენციურ იმიგრანტს ემიგრაციაში წასასვლელად ადვოკატი არ დასჭირდეს. მან ასევე აღნიშნა კვალიფიციური კადრებისათვის მეტი „მწვანე ბარათების" საჭიროების შესახებაც და პრეზიდენტი ობამა საიმიგრაციო რეფორმის განხორციელების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ მან ყველაფერი გააკეთა საიმიგრაციო სისტემის დასახვეწად იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ქვეყანაში შემოსვლას კანონიერი გზით ცდილობენ.

დებატები შეეხო, ასევე, ლიბიაში შეერთებული შტატების საკონსულოზე თავდასხმისა და უსაფრთხოების საკითხებსაც.
XS
SM
MD
LG