ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ეტაპი


ოჰაიოს შტატს ორივე კანდიდატისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა და მისი მეტოქე მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორი, რესპუბლიკელი მიტ რომნი საარჩევნო კამპანიის ფინალურ სტადიაზე იმყოფებიან.

ვისკონსინის, ნევადის, კოლორადოსა და ოჰაიოს შტატებში გამართული შეკრებების შემდეგ, პრეზიდენტი ობამა მთელი დღის ოჰაიოში გატარებას გეგმავს. ამ შტატს ორივე კანდიდატის გამარჯვებაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომ ობამა გეგმავს, რომ კამპანიის დასრულებამდე დარჩენილ დროში ოჰაიოს ყოველდღე ეწვიოს. რაც შეეხება მიტ რომნის, ის დღეს ვისკონსინისა და ოჰაიოს შტატებში ჩავა. ოჰაიოში ის მონაწილეობას მიიღებს რესპუბლიკელთა მხარდამჭერ შეკრებაში. თავის კამპანიის დასკვნით დღეებს რომნი ნიუ-ჰემპშირში, აიოვასა და კოლორადოში გაატარებს.
XS
SM
MD
LG