ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა საარჩევნო კამპანიას დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც მას რამდენიმე დღით ვაშინგტონში დაბრუნება და სტიქიასთან გამკლავება მოუწია.
ხუთშაბათი დღე ობამამ ვისკონსინის, ნევადისა და კოლორადოს შტატებში ამომრჩევლებთან შეხვედრას დაუთმო. ეს სამი შტატი ძალზედ მნიშვნელოვანია ორივე კანდიდატისთვის. ექსპერტთა აზრით, სწორედ აქ შეიძლება გადაწყდეს არჩევნების ბედი. კამპანიის ფარგლებში რესპუბლიკელი მიტ რომნი ვირჯინიის შტატში იმყოფებოდა. ეს შტატიც არანაკლებ მნიშვნელოვანია 6 ნოემბრის არჩევნებზე. მეტოქეებმა ერთმანეთი ეკონომიკური გეგმებისთვის გააკრიტიკეს.
ხუშაბათს, ნიუ იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა თავისი მხარდაჭერა პრეზიდენტ ობამას მისასართით გამოხატა.
ხუთშაბათი დღე ობამამ ვისკონსინის, ნევადისა და კოლორადოს შტატებში ამომრჩევლებთან შეხვედრას დაუთმო