ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გინგრიჩი საპრეზიდენტო კამპანიის შეწყვეტას გეგმავს


ამერიკის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი, ნიუტ გინგრიჩი საპრეზიდენტო კამპანიის შეწყვეტას გეგმავს. გამოსამშვიდობებელ ვიდეოფირზე, რომელიც დღეს დაგეგმილ განცხადებას უსწრებდა წინ, ის მადლობას უცხადებს მხარდამჭერებს, მაგრამ რესპუბლიკელ კანდიდატთა ლიდერს, მიტ რომნის არ ახსენებს. ყოფილი კონგრესმენი აღნიშნავს, რომ ბარაკ ობამას მეორე ვადით პრეზიდენტობა შეერთებული შტატებისთვის „კატასტროფის ტოლფასი“ იქნება.

გინგრიჩმა საარჩევნო კამპანიაზე სულ ცოტა 4 მილიონი დოლარი დახარჯა. პრაიმერების სეზონის დასაწყისში მან სამხრეთ კაროლინას შტატი შთამბეჭდავი უპირატესობით მოიგო და მიტ რომნის ერთ-ერთ ძლიერ ოპონენტად ითვლებოდა. მას შემდეგ გამარჯვება გინგრიჩმა მხოლოდ მშობლიურ შტატ - ჯორჯიაში მოახერხა. ყოფილი კონგრესმენის პრეს-სპიკერის ცნობით, გინგრიჩი მხარს მიტ რომნის დაუჭერს.

XS
SM
MD
LG