ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანმა ტონი რადიკალურად შეცვალა


ირანმა ტონი რადიკალურად შეცვალა
ირანმა ტონი რადიკალურად შეცვალა

ირანმა, შეერთებული შტატების მისამართით, ტონი რადიკალურად მას შემდეგ შეცვალა, რაც მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენა დაეტყო.

თეირანმა სულ ახლახანს სამხედრო-საზღვაო წვრთნებიც დაასრულა, რომელიც ჰორმუზის სტრატეგიული მნიშვნელობის საზღვაო გამშვებ პუნქტთან ხორციელდებოდა და ახლა ამ საზღვაო პუნქტის ჩაკეტვით იმუქრება, თუკი დასავლეთი ირანის ნავთობის ექსპორტს აკრძალავს. ჰორმუზის სრუტით სპარსეთის ყურეში მოპოვებული ნავთობის დიდ წილის გადატანა ხდება.

სწორედ ამიტომ, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი კანდიდატი მით რომნი შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამას მკაცრად აკრიტიკებს:

პრეზიდენტმა ვერ შეძლო მოქმედებაში მოეყვანა მკაცრი სანქციები; მან ვერ შეძლო სათანადო მხარადჭერა გამოეხატა იმ დისიდენტების მისამართით, რომლებიც ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ ქუჩაში გამოვიდნენ, და მან ასევე ვერ განახორციელა იმ საიმედო გეგმის სამხედრო ვარიანტი, რომლითაც ირანს ბირთვული იარაღის პროგრამის შემცირების განვითარებას აიძულებდა.“

დასავლეთის ქვეყნები ირანს ბირთვული იარაღის პროგრამის განვითარებაში ადანაშაულებენ, რომელსაც ირანი სამოქალაქო ენერგიის პროგრამის ნიღბის ქვეშ აწარმოებს.

რესპუბლიკელთა პარტიის მეორე კანდიდატი რიკ სანტორუმი კი ირანულ მხარეს ასე მიმართავს:

„მე ვეტყოდი ირანელებს რომ უმჯობესია მათ თავად დახურონ იმ დაწესებულებების კარები, რომლებიც მსოფლიოს უქმნის საფრთხეს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ, საჯაროდ განვახარციელებთ მათზე, , საჰაერო თავდასხმებს...“

ექსპერტების შეფასებით, რესპუბლიკელთა მკაცრი რიტორიკული ტონი, სავსებით არ განსხვავდება ახლანდელი თეთრი სახლის ადმინისტრაციის პოლიტიკისაგან. ჯეიმს ლინდსლი საგარეო ურთიერთობების საბჭოს წარმომადგენელია:

„ეს ყველაფერი ფუჭი სიტყვებია და არა კონკრეტული გზა თუ როგორ უნდა იმოქმედოს ერთმა სახელმწიფომ მეორესთან.“

აღსანიშნავია ისიც, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების დაწყებას, რესპუბლიკური პარტიიდან დასახელებული საპრეზიდენტო პოსტის პრეტენდენტთა გარკვეული ნაწილი არ იზიარებს:

„ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედება უფრო მეტი თავსატეხის მომტანია,-“ აცხადებს რონ პოლი, ერთ-ერთი რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატი.

ცნობილია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები, ხშირად საგარეო პოლიტიკაზე მსჯელობას, საკუთარი კანდიდატურის წარმატებისა და სიძლიერის დამადასტურებლად მიმართავენ ხოლმე.

ჯენიფერ ლოულესი, რომელიც ამერიკულ უნივერსიტეტში პოლიტიკის საფუძვლებს ასწავლის, შემდეგს ამბობს:

„ირანის ბირთვული იარაღის პროგრამის მასშტაბები და სიძლიერე ჯერჯერობით ყველასთვის უცნობია. ჩვენ არ ვიცით, სინამდვილეში რას გეგმავენ ისინი და აქედან გამომდინარე ჩვენი მომავალიც გაურკვეველია. ასე რომ, რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატებისათვის უმჯობესია თვალთმაქცობას თავი დაანებონ და ამომრჩეველთა გულის მოგება სხვა მხრივ სცადონ.“

ამერიკაში მცხოვრები ზოგიერთი ირანელიც თვლის რომ, რესპუბლიკელთა მწვავე კომენტარები სიღრმეს მოკლებულია. ირანულ-ამერიკული ეროვნული საბჭოს წარმომადგენელი ჯამა აბდი იმოდევნებს რომ ირანის მისამართი არსებული ამერიკული პოლიტიკა დაზაბულობის განმუხტვას შეძლებს და მოლაპარაკებების სახეს მიიღებს.

XS
SM
MD
LG