დღეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 პრაიმერია დაგეგმილი. რესპუბლიკელი პრეტენდენტი დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, ხუთივე შტატში, კერძოდ პენსილვანიაში, კონექტიკუტში, მერილენდში, დელავერსა და როუდ აილენდში- გაიმარჯვებს და რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის დელეგატთა დამატებით რაოდენობას მოიპოვებს. ხუთივე შტატში გამარჯვებას იმედოვნებს დემოკრატი ჰილარი კლინტონიც, რომელიც ხუთიდან ოთხ შტატში საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგებით მეტოქეს-ბერნი სანდერსს უსწრებს.
პოპულარული
1