ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამანგრეველი ტორნადო ოკლაჰომაში


სტიქიის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა

ოკლაჰომას შტატში, დამანგრეველი ტორნადოს შემდეგ, მაშველები მუშაობას აგრძელებენ. სტიქიის შედეგად, 24 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის 20 ბავშვი. დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.
ქარბორბალამ დაწყებით სკოლას გადაუარა და მიწასთან გაასწორა დასახლებები, განადგურებულია ქალაქ ოკლაჰომას შორიახლოსთან მდებარე ქალაქი მური.
სამაშველო სამსახურებმა ნანგრევებიდან რამდენიმე ბავშვი ცოცხლად ამოიყვანეს.
ოკლაჰომის გუბერნატორმა მარი ფალინმა განაცხადა, რომ საშინელი სანახავი იყო მცირეწლოვანი შვილების მაძიებელი მშობლების ყურება. სტიქიის ადგილას, შტატის ეროვნული გვარდიაა განლაგებული და მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები, რომლებსაც სამაშველო ოპერაციებში შეაქვთ წვლილი.
თეთრ სახლში გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ოკლაჰომა მიიღებს იმ დახმარებას რომელიც მას დანგრეული სამოსახლოების, სკოლების, დაღუპული ადამიანების შემდეგ სჭირდება და რომ ამერიკელები ოკლაჰომის მოსახლეობის გვერდით დგანან. ისევე როგორც ბოსტონში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ამერიკის ფედერალური მთავრობა და ჩვეულებრივი ადამიანები ლოცვებს აღავლენენ და ფიზიკურ დახმარებას გაუწევენ დაზარალებულ შტატს-განაცხადა ობამამ. პრეზიდენტმა აქვე დახმარების მსურველ ამერიკელებს ამერიკული წითელი ჯვრის შესახებ და ამ ორგანიზაციის მიერ გახსნილი დახმარების ცენტრების შესახებ შეახსენა.
XS
SM
MD
LG