ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი სეულშია


შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ნაიკ პენსმა სამხრეთ კორეას უთხრა, რომ ჩრდილოეთ კორეაზე „მაქსიმალური ზეწოლის“ განსახორციელებლად მოკავშირეების მხარდამხარ დადგება, რათა ჩრდილოეთმა ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებზე უარი თქვას.

პენსი სამხრეთ კორეაში დღეს ჩავიდა.

ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე პენსმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებს და სამხრეთ კორეას საერთო მიზანი აქვთ და ეს კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებაა.

სამხრეთ კორეაში ჩასვლამდე, იაპონიაში ყოფნისას პენსმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთ კორეასთან საკითხის მშვიდობიანი მოგვარება სურს, თუმცა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ძალა გამოიყენოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG