ამერიკულ ავიამზიდ „თეოდორ რუზველტზე“ კორონავირუსის შემთხვევები იზრდება. სამხედრო გემზე 230 მეზღვაურს კოვიდ-19 დაუდასტურდა. გასულ კვირას, ავიამზიდის მეთაურმა, ბრეტ კროზიერმა მის ხელმძღვანელობას წერილი მისწერა, რომ მიეღოთ „გადამწყვეტი ქმედება“, რათა ვირუსის გავრცელება შეეჩერებინათ.
შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების საზღვაო ფლოტის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი, ტომას მოდლი, რომელმაც აღნიშნული კაპიტანი თანამდებობიდან გაათავისუფლა, 7 აპრილს თანამდებობიდან გადადგა. თავდაცვის მდივნის გადაწყვეტილებით მოდლის, ჯიმ მაკფერსონი, აშშ-ს არმიის დანაყოფის მოადგილე ჩაანაცვლებს, მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე.
გასულ კვირას, მოდლიმ ბოდიში მოიხადა, მას შემდეგ რაც კროზიერს „ძალზედ გულუბრყვილო და სულელი“ უწოდა, მეთაურის თანამდებობაზე ყოფნისთვის. მოდლის მხრიდან მსგავსი შეფასების მიზეზი კროზიერის წერილი გახდა, რომელიც მან აშშ-ის ფლოტის 20 წარმომადგენელს გაუგზავნა. კოზიერი, მას შემდეგ რაც თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ხომალდზე მყოფმა სამხედროებმა ოვაციებით გააცილეს.
ამ დროისთვის, ავიამზიდიდან 2000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ხომალდზე 3000 სამხედრო მოსამსახურე რჩება.
Facebook Forum