ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთს ამერიკის უსაფრთხოების სტრატეგია არ მოსწონს


აშშ-ის საელჩო მოსკოვში
აშშ-ის საელჩო მოსკოვში

ოფიციალური მოსკოვი კრიტიკით შეხვდა ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ორშაბათს გამოცხადებულ სახელმწიფო უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ის "იმპერიული" ხასიათისაა და მულტიპოლარული მსოფლის აღქმის სურვილის ნაკლებობაზე მიუთითებს.

ორშაბათს გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთი და ჩინეთი მთავარი შეშფოთების საგნად დაასახელა, რომლებიც "ცდილობენ გამოწვევა გაუგზავნონ ამერიკულ ღირებულებებს, გავლენას და სიმდიდრეს". თეთრი სახლის ახალ სტრატეგიას კრიტიკით შეხვდა პეკინიც. სამშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰუა ჩუნინგმა მას "რეალობის დამახინჯების ფუჭი მცდელობა" უწოდა.

XS
SM
MD
LG