ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანმა ამერიკელ დიპლომატს ვიზიტზე უარი უთხრა


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ ამერიკის ელჩს ფხენიანში ჩასვლაზე უარი განუცხადა. ვიზიტის მიზანი იყო ჩრდილოეთ კორეის მთავრობასთან მოლაპარაკება, რომელიც კორეული წარმოშობის ამერიკის მოქალაქის გათავისუფლებას ეხებოდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მარია ჰარფიმ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ამერიკის მთავრობისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

44 წლის ბაე ქრისტიანი მისიონერია, რომელიც გასულ წელს ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე დააკავეს. მას ჩრდილოეთ კორეის მთავრობის დამხობის მცდელობა დასდეს ბრალად და 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
XS
SM
MD
LG