ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზოგიერთ ისლამურ ქვეყანაში მღელვარება ჩაქრა


დემონსტრაციების შედეგად ოთხი ადამიანია დაღუპული

ისლამური სამყაროს ზოგიერთ წერტილში მძაფრი პროტესტის შემდეგ მშვიდობა ბრუნდება. მღელვარება ინტერნეტში იმ ფილმის გავრცელებამ გამოიწვია, სადაც მოციქული მუჰამედია შეურაცხყოფილი.

ეგვიპტელი მეხანძრეები ქაიროში თაჰრირის მოედანზე პროტესტის შედეგად გაჩენილი ცეცხლის კერებს აქრობენ. სუდანის დედაქალაქ ხართუმში ქუჩებში პოლიცია პატრულირებს. მოძრაობა აღდგენილია საელჩოების მიმართულებით. დემონსტრაციები არ გამართულა ტუნისში და იემენში.

თუმცა, დღეს პროტესტის ტალღა ძლიერდება ავღანეთში, ინდოეთში და ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში. მღელვარების შედეგად ისლამურ სამყაროში სულ ოთხი დემონსტრანტი დაიღუპა, მათ შორის ორი ტუნისში, ერთი ლიბანში და ერთი სუდანში.
XS
SM
MD
LG