ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რაზე ისაუბრეს აშშ-ის და მექსიკის პრეზიდენტებმა?


შეერთებული შტატები და მექსიკა უარყოფენ, ცნობას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ამერიკა-მექსიკის საზღვარზე ამერიკული ჯარების განთავსებისთვის მზაობა გამოთქვა.

საუბარია ესოშიეტედ პრესის და მექსიკელი ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელთა მიხედვითაც პრეზიდენტმა ტრამპმა მექსიკელ კოლეგას სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ თუ მექსიკა საზღვარს არ დაიცავდა, ამერიკა იქ ჯარებს განათავსებდა.

სააგენტო აცხადებს, რომ ინფორმაცია ანონიმური წყაროს მიერ მოწოდებულ სტენოგრაფიულ მასალაზე დაყრდნობით მოამზადა, რომელშიც პრეზიდენტის ტონის გარკვევა შეუძლებელი იყო.

XS
SM
MD
LG