მაისის ბოლო ორშაბათს ამერიკის შეერთებული შტატები ხსოვნის დღეს აღნიშნავს. ფედერალური დღესასწაული დასვენების დღეა და როგორც უქმეებზე, ისე ორშაბათს, ამერიკელები საფლავებზე გადიან და პატივს მიაგებენ ქვეყნისთვის სხვადასხვა ომებში დაღუპულ მეომრებს.
ამ დღის გამო, საფონდო ბირჟები დღეს დაკეტილია. ისვენებს ადგილობრივი და ფედერალური სამთავრობო უწყებები, ასევე კერძო ორგანიზაციების დიდი ნაწილი. ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე მიაგებს პატივს ომებში დაღუპულ ამერიკელ სამხედროებს. ვაშინგტონში, კონსტიტუციის გამზირზე, ორწლიანი შესვენების შემდეგ ბრუნდება აღლუმიც, რომელიც პანდემიის გამო ორჯერ გაუქმდა.
ხსოვნის დღეს დედაქალაქში მოტოციკლეტისტები ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან და ქუჩებში ჯგუფ-ჯგუფად ხმაურით დადიან. წელს ორგანიზატორებს სურთ ყურადღება მიაპყრონ ვეტერანებს შორის გახშირებული სუიციდის შემთხვევებისკენ და მოსახლეობაში ამ მიმართულებით ცნობადობა გაზარდონ. სტატისტიკის მიხედვით, ამერიკაში თვითმკვლელობით სიცოცხლეს დღეში 22 ვეტერანი ასრულებს.
Facebook Forum