ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები კორონავირუსით სიკვდილობის შემთხვევებით ლიდერობს


მსოფლიოში კოვიდ-19-ის შემთხვევებმა 17 მილიონს გადააჭარბა. გარდაცვალების რიცხვი თითქმის 670 ათასია და შეერთებული შტატები, ორივე კატეგორიაში, მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

4.4 მილიონი დადასტურებული შემთხვევით,შეერთებულმა შტატებმა ოთხშაბათს კიდევ ერთ ნიშნულს გადააბიჯა, როდესაც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, გარდაცვალებების რიცხვი 150 ათასს გასცდა.

ზოგიერთი შტატი, როგორიცაა კალიფორნია, ფლორიდა და ტეხასი, ყოველკვირეულად და ყოველდღიურადაც კი საკუთარ რეკორდებს ხსნის. კალიფორნიის მონაცემებით, ოთხშაბათს 197 გარდაცვალება აღირიცხა, რაც ერთი კვირით ადრე აღიცხულ 159 შემთხვევას აჭარბებს. ფლორიდა სარეკორდო, გარდაცვალების 216 შემთხვევის შესახებ იუწყება, ტეხასში კი, სულ მცირე 313 გარდაცვალება აღირიცხა.

შეერთებული შტატების ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ ბევრ შტატში ბიზნესები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები ზედმეტად ადრე გაიხსნა. ასევე ამბობენ, რომ ფედერალურ დონეზე ნათელი გზამკვლევის და სავალდებულო აღსრულების არარსებობა იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსის გავრცელების შესაზღუდად, გუბერნატორებმა ჯანდაცვის საკუთარი დირექტივები უნდა შეიმუშაონ. ამის შედეგია შეზღუდვები და დირექტივები, რომელიც შტატიდან შტატში განსხვავებულია და ეს მგზავრობის შეზღუდვის წესებსაც ეხება.

შეერთებულ შტატებში ორი ექსპერიმენტული ვაქცინა გამოცდის საბოლო სტადიაზე გადავიდა. ვაქცინის გამოცდაში ათობით ათასი მოხალისე მონაწილეობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG