ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრეტ კავანა ბრალდებებს დაბეჯითებით უარყოფს


კავანა ტელეკომპანია "ფოქსში" მეუღლესთან ერთად მივიდა.
კავანა ტელეკომპანია "ფოქსში" მეუღლესთან ერთად მივიდა.

პრეზიდენტ ტრამპის ნომინანტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე მის წინააღმდეგ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. ბრეტ კავანა აცხადებს, რომ არ აპირებს უმაღლესი სასამართლოს წევრობაზე უარის თქმას.

ორშაბათს, ტელეკომპანია “ფოქსთან” ინტერვიუში კავანამ განაცხადა: “არასოდეს მიმიყენებია სექსუალური ხახიათის შეურაცხყოფა არავისთვის. არც სკოლაში და არც არასდროს”. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ამბობს, რომ არ დაუშვებს ცრუ ბრალდებების გამო ნომინაციის პროცედურის დატოვებას.

“არსად წასვლას არ ვაპირებ” - განაცხადა კავანამ ინტერვიუს დასასრულს და კანონმდებლებს პროცედურის სამართლიანად წარმართვისკენ მოუწოდა, რათა მან საკუთარი “ღირსების დაცვა და სახელის გასუფთავება” შეძლოს.

ნომინანტი დღეს სენატის იურიდიული კომიტეტის წინაშე კვლავ წარსდგება. სენატში მის ერთ-ერთ ბრალმდებელს, ქრისტინ ბეილი ფორდსაც მოუსმენენ, რომელიც აცხადებს, რომ კავანამ ის 1982 წელს სექსუალურად შეავიწროვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG