ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატში ბრეტ კავანას დაკითხვა გრძელდება


აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ბრეტ კავანას დაკითხვა სენატში ხუთშაბათსაც გრძელდება. კავანა ორი დღის განმავლობაში საუბრობს იმის შესახებ, რომ დაიცავს კონსტიტუციას და იქნება დამოუკიდებელი მოსამართლე. თუმცა ამავე დროს უარს ამბობს პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებული გამოძიების ან მისი საარჩევნო კამპანიის რუსეთთან კავშირების შესახებ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე.

კავანამ ასევე, არ გამოხატა, თუ რა პოზიციას ანიჭებს უპირატესობას პრეზიდენტის დაკითხვის შესაძლებლობის მიზანშეწონილობის შესახებ ან შეიძლება, თუ არა პრეზიდენტის მიერ საკუთარი თავის შეწყალება, თუ მას არამართლზომიერი ქცევისთვის ბრალი წარედგინება.

პრეზიდენტი ტრამპი, რომელმაც ბრეტ კავანა ივლისში დაასახელა მოსამართლეობის კანდიდატად უზენაეს სასამართლოში, აცხადებს, რომ მოხარულია იმით, თუ როგორ მიმდინარეობს მისი ნომინანტის დამტკიცების პროცესი სენატში. ტრამპმა ბრეტ კავანაზე განაცხადა, რომ ეს ადამიანი „ამ პოზიციისთვის არის დაბადებული“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG