შეერთებული შტატები უნდობლობით ეკიდება მოსკოვის ბოლო განცხადებას დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებით. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ დაჯგუფების ტერორისტებმა სირიაში ასობით მძევლის სიკვდილით დასჯა დაიწყეს. მათ შორის ამერიკის და ევროპის მოქალაქეებიც არიან.
პუტინმა აღნიშნული განცხადება ხუთშაბათს, სოჭში მიმდინარე შავი ზღვის ფორუმზე გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" ამერიკისგან მხარდაჭერილი ძალების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან 700-მდე დევნილი გაიტაცა. პუტინის განცხადების მიხედვით, დაჯგუფებამ ულტიმატუმები წამოაყენა და დაიმუქრა, რომ მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში, დღეში 10 ადამიანს მოკლავდა.
შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ადასტურებენ პუტინის განცხადების პირველ ნაწილს, კერძოდ იმას, რომ დევნილთა ბანაკზე თავდასხმა მართლაც მოხდა. თუმცა, დანარჩენ ინფორმაციასთან დაკავშირებით ამბობენ, რომ რუსული საინფორმაციო სააგენტო "ტასის" მიერ გავრცელებული ცნობები ფაქტებით გამყარებული არ არის.
Facebook Forum