ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული სკანდალები


შემოსავლების სამსახურის შეცდომა და ჟურნალისტების მოსმენები

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ შიდა შემოსვლების სამსახურის მოქმედ ხელმძღვანელს გადადგომის შესახებ ეთხოვა, რომლის მიზეზიც სააგენტოს მიზანმიმართული პოლიტიკაა კონსერვატული ჯგუფის მიმართ. თეთრ სახლში გამოსვლისას, პრეზიდენტმა ობამამ ამ ქმედებას „უპატიებელი“ უწოდა. მისი თქმით, ის არცერთი უწყებისგან ასეთ ქცევას არ მოითმენს. განსაკუთრებით კი, როდესაც საქმე შემოსავლების სამსახურს ეხება. პრეზიდენტის განცხადებით, ხაზინის მდივან ჯეკ ლიუს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის სტივენ მილერის გადაყენება ეთხოვა, რადგან ამ ინსტიტუტს ახალი ხელმძღვანელობა სჭირდება.
ამერიკაში ასევე გრძელდება, მეორე სკანდალი, რომელიც „ასოშეიტედ პრესის“ ჟურნალისტების სატელეფონო მოსმენებს შეეხება. ამასთან დაკავშირებით თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს ახალ საკანონმდებლო პროექტს რომელიც ჟურნალიტის უფლებების გაძლიერებას და მათი წყაროების დაცვას შეუწყობს ხელს. ამავდროულად, ხელისუფლება ცდილობს დაადგინოს, თუ როგორ მიიღო „ასოშეიტედ პრესმა“ დახურული ინფორამცია, როემლიც 2012 წელს იემენში ალ-ყაიდას წინააღმდეგ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოპერაციას შეეხებოდა.
XS
SM
MD
LG