ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა ხაზინის მდივანს შეხვდა


საშემოსავლო სამსახური კონსერავტორული ჯგუფების მიმართ მიკერძოებულად მოქმედებდა

პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, ხაზინის მდივანმა ჯეკ ლიუმ შიდა შემოსავლების სამსახურის დირექტორს გადადგომა მოითხოვა. როგორც გაირკვა, საშემოსავლო გადასახადების ამკრეფი სააგენტო კონსერვატორული ჯგუფების მიმართ არამართებულ საქციელს ჩადიოდა.

ოთხშაბათს პრეზიდენტი ობამა ჯეკ ლიუს და მის მოადგილეს შეხვდა და მათ სთხოვა ხაზინის დეპარტამენტის გენერალური ისნპექტორის ანგარიშს გაცნობოდნენ. ანგარიშის თანახმად, საშემოსავლო სამსახური კონსერავტორული ჯგუფების მიმართ მიკერძოებულად მოქმედებდა.

მომხდარი ფაქტი საშემოსავლო სამსახურმა დაადასტურა და ამასთან დაკავშირებით ბოდიშიც მოიხადა. პრეზიდენტ ობამას განცხადებით, სამსახურს ახალი ხელმძღვანელობა სჭირდება.
XS
SM
MD
LG