ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონის მეთაური ერაყში ჩავიდა


დღეს, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ეშ კარტერი თავის მეთაურებთან და ერაყის ლიდერებთან, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“-ს წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების გზებზე სასაუბროდ ერაყში ჩავიდა.

თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანმა თქვა: „ერაყელებს არ ერიდებათ მოითხოვონ, რაც მათ სჭირდებათ, ჩვენი გენერლები და პოლკოვნიკები მათ გვერდით სხედან.“

შაბათს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ჟურნალისტებთან საუბრისას, კარტერმა რწმენა გამოთქვა, რომ თეთრი სახლი რეკომენდაციებს დაამტკიცებს.

კარტერმა აბუ დაბის მახლობლად განლაგებულ ავიაბაზა ალ-დაფრაში თქვა: „მეტის გაკეთებას ვაპირებთ, ეს გავრცელდება საჰაერო და სახმელეთო ოპერაციებზე. ნახავთ, რომ ჩვენ მეტს გავაკეთებთ.“

შეერთებული შტატების ლიდერობით მოქმედი კოალიცია ამ ავიაბაზას ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“-ს წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებისთვის და ასევე ტაქტიკური სადაზვერვო და სათვალთვალო მიზნებისთვის იყენებდა.

XS
SM
MD
LG