ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის და ირანის ლიდერები ირანში მიმდინარე პროტესტებზე კამათობენ


ოთხშაბათს, ირანში, დემონსტრაციები მთავრობის საწინააღმდეგოდაც გაიმართა და მხარდასაჭერადაც. შეერთებულმა შტატებმა ირანელ ხალხს ახალი მხარდაჭერა აღუთქვა, გაეროში ირანის წარმომადგენელმა კი შეერთებული შტატები „უხეშ ჩარევაში“ დაადანაშაულა.

მღელვარება უკვე მთელი კვირაა გრძელდება, დემონსტრანტები ეკონომიკური პრობლემების წინააღმდეგ გამოდიან და რეფორმებს ითხოვენ. შეტაკებებისას სულ ცოტა 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე კი დაპატიმრებულია.

ირანის სახელმწიფო მედიამ, ოთხშაბათს მთავრობის მომხრე გამოსვლები აჩვენა, სხვადასხვა ქალაქში პროტესტის დემონსტრაციების ვიდეოები კი სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG