ვაშინგტონი და მისი ევროპელი მოკავშირეები ირანისგან ბირთვული ობიექტების დაუყოვნებლივ დახურვას ითხოვენ. ეს საკითხი თეირანთან მოლაპარაკების ახალი რაუნდის დროს დადგება. ამის შესახებ გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსის“ გუშინდელი გამოცემა იუწყება. ინფორმაციის მიხედვით დასავლეთი ირანს ასევე მოსთხოვს გამდიდრებული ურანის საწვავის წარმოების შეწყვეტას და არსებული მარაგების ირანიდან გატანა. დასავლელ მოკავშირეებს და ირანს შორის მოლაპარაკებების ახალი ეტაპი პარასკევს დაიწყება.
პოპულარული
1