ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო დატოვა და მას მიკერძოებული უწყება უწოდა, განსაკუთრებით იმ საკითხებში, სადაც საქმე ისრაელს ეხება.
"ჩვენ ეს გადაწყვეტილება გამოგვაქვს, რადგან ჩვენი ხედვით, ფარისევლურ და ვიწრო ინტერესების დამცველ ორგანიზაციას მხარს ვერ დავუჭერთ, უწყებას, რომელიც ადამიანის უფლებებს აბუჩად იგდებს" - თქვა აშშ-ის ელჩმა გაეროში ნიკი ჰეილიმ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა მაიკ პომპეომ, რომელიც ელჩ ჰეილის ამ განცხადების გაკეთების დროს გვერდით ედგა სახელმწიფო დეპარტამენტში, აღნიშნა, რომ კომიტეტმა აშშ-ის მოთხოვნები რეფორმირებასთან დაკავშირებით გათვალისწინებული არ იქნა.
გადაწყვეტილება მოიწონა ისრაელის ელჩმა აშშ-ში დენი დენონმა. დადებითი გამოხმაურება ჰქონდა ვაშინგტონში, კონსერვატიულ ჰერითიჯის ფონდსაც, სადაც განაცხადეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ გაეროს 18 თვე მისცა ცვლილებების გასატარებლად, მაგრამ ამაოდ.
საბჭოს საქმიანობა დაიცვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა, რომელმაც უწყების მანდატი მნიშვნელოვნად მოიხსენია და აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა თუ ამერიკა მის წევრად დარჩებოდა.
Facebook Forum