ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს ჯანდაცვის სისტემა 51 ადგილზეა


ამერიკელები ორჯერ მეტ ფულს იხდიან სამედიცინო დაზღვევაში ვიდრე სხვა განვითარებული ქვეყნების მოქალაქეები

ამერიკელები თვლიან, რომ მათი ჯანდაცვის სისტემა საუკეთესოა მსოფლიოში, მაგრამ როგორც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს გამოკითხვამ დაადასტურა ის მხოლოდ 51 ადგილზეა.
ამერიკელები ორჯერ მეტ ფულს იხდიან სამედიცინო დაზღვევაში ვიდრე სხვა განვითარებული ქვეყნების მოქალაქეები, საფრანგეთის და ინგლისის ჩათვლით. ყველაზე უფრო ის ამერიკელები ზარალდებიან, რომლებსაც დაზღვევა საერთოდ არ გააჩნიათ.
რიკი დეინა ერთ-ერთი მათგანია იმ მრავალრიცხოვან ამერიკელთა შორის, რომლებიც ხანგრძლივი ავადმყოფობით იტანჯებიან. მისი თქმით:“ ეს დაავადება შუაღამე მაღვიძებს ისეთი გულისრევით, რომ კუჭში აღარაფერი რჩება. ეს საშინელებაა.“
რიკი დეინას ლაიმის ავადმყოფობის ქრონიკული ფორმა აქვს, რომელიც ბაქტერიული ინფექციის ნაირსახეობას წარმოადგენს. ეს ინფექცია ნადირის ტკიპის ნაკბენისგან ჩნდება. უკურნებელი სენით დაავადების გამო სადაზღვევო კომპანიები რიკის უარს ეუბნებიან სამედიცინო დაზღვევაზე და მისი დავალიანება ყოველდღიურად იზრდება. ექიმმა მას ოთხი სხვადასხვა სახეობის წამალი დაუნიშნა. ამ წამლების თითოეული აბი 25 დოლარი ღირს.
ამგვარ პაციენტს პირველ რიგში დასვენება ჭირდება, მაგრამ სამსახურის დაკარგვის შემდეგ რიკი დეინას მთავარი საზრუნავი ათასობით დოლარის შოვნა გახდა, რომელსაც ის მკურნალობის ხარჯებში იხდის.
როგორც ქალბატონი დეინა ამბობს:’’ პირველ რიგში ბინის ქირა უნდა დავფარო და მერე 30 წუთიანი სამედიცინო კონსულტაციისთვის 400 დოლარს მახდევინებენ, თანაც მეუბნებიან, რომ თურმე სტრესი მავნებელი ყოფილა ჩემი ჯანმრთელობისათვის.“
ამერიკის სხვადსხვა შტატებში განსახვავებულია სამედიციო მომსახურების ღირებულება. ერთი და იგივე პროცედურა არკანზასის შტატში 12-დან 37 ათასი დოლარი ღირს, კალიფორნიაში ის 35-დან 100 ათასამდე ჯდება, ვირჯინაიში კი იმავე მომსახურებისთვის 14-დან 32 ათას დოლარს ითხოვენ.
როგორც ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო ცენტრის ფინანსური მენეჯმენტის უფროსი ჟერერ ანდერსონი ამბობს:“ ფასები არ არის დამოკიდებული მომსახურებაზე და სამედიცინო პერსონალის ხელფასებზე. საავადმყოფოები თავად განსაზღვრავენ რა თანხა უნდა გადაიხადოს პაციენტმა მკურნალობისათვის.“
სამედიცინო კონსულტაციის ცენტრის ექსპერტი მიშელ კაცი მიიჩნევს, რომ ფასები ხელოვნურადაა გაზრდილი. მისი თქმით:“ აუცილებელია ელემენტარული რეგულაცის არსებობა, ამ სფეროს გამჭვირვალეობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ჰოსპიტალში სამკურნალოდ წასვლა არ უნდა ნიშნავდეს, რომ ადამიანი ვალებში დაიხრჩოს და მთელი ცხოვრება იყოს დაკაბალებული.“
კატასტროფული ვითარების წარმოსაჩენად რიკი დეინა საავადმყოფოდან მის სახელზე მოსულ ჩვეულებრივ ანგარიშზე მიუთითებს, რომელიც მას 7000 დოლარის გადახდას ავალდებულებს. ამერიკელებს იმედი აქვთ, რომ პრეზიდენტ ობამას ჯანდაცვის რეფორმა მომავალი წლიდან ამ კატასროფული ფასების დაწევას გამოიწვევს და რიკი დეინას მსგავს პაციენტებს ცხოვრებას შეუმსუბუქებს.
XS
SM
MD
LG