ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

30 მილიონს ამერიკაში დაზღვევა არ აქვს


შეერთებულ შტატებში დღეს მოქმედი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა სპეციალისტების შეშფოთებას იწვევს

ტატიანა შუმი სახლში თავის ძაღლებთან თამაშობდა, როცა აუტანლად მწვავე ტკივილი იგრძნო.

წარმოუდგენელი ტკივილია, მსგავსი არასოდეს არაფერი გამომივლია“ - ყვება ტატიანა.

როგორც გაირკვა, ნაღვლის ბუშტი აწუხებდა. ექიმებმა მისი ამოკვეთა გადაწყვიტეს. ამ საათნახევრიან პროცედურაში ტატიანას 18 ათასი დოლარი მოსთხოვეს.
18 ათასი ბევრი მეჩვენა, მაგრამ აბა როგორ უნდა გამეგო“? - კითხულობს ის.

ვერც გაიგებს - ამბობს ექიმი ჯერარდ ანდერსონი, ჯონს ჰოპკინსის საავადმყოფოს ფინანსური მართვის ცენტრის დირექტორი.

შეერთებულ შტატებში საავადმყოფოსგან ვერაფრით შეიტყობ, რა ჯდება თითოეული გამოკვლევა, მაგალითად მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია, ან ერთი დღე საავადმყოფოში დარჩენა. კანონით ისინი არ არიან ვალდებული თითოეული მომსახურება გაშიფრონ“ - აცხადებს ექიმი ანდერსონი.

ჩემთვის ძალიან დიდი თანხაა და არ ვაპირებ ამ საქმის ასე დატოვებას. ადრე თუ გვიან ყველას დაჭირდება ექიმი“- ამბობს ტატიანა.

მან გადასახადი მიშელ კაცს, ექთანს და ჯანდაცვის კონსულტანტს, აჩვენა. კაცს ორი წიგნი აქვს გამოქვეყნებული სამედიცინო მომსახურების ფასებზე. კერძოდ, თუ როგორ შეიძლება ფასების ნიხრში შეცდომების გასწორებით საავადმყოფოს უზომოდ გაბერილი ხარჯების შემცირება.
„აიფოუნზე რომ ბეჭდავთ, ხომ იცით რა მოხდება, თუ ასო „ო“-ს მაგივრად შემთხვევით „ფი“- ს დააჭერ? ასევე ხდება საავადმყოფოს ფასების ნიხრში. შეიძლება კოდის გასწვრივ, რომელიც სულ 50 დოლარს შეესაბამება, აღნიშნული იყოს ათასდოლარიანი ხარჯი“- ამბობს ჯანდაცვის კონსულტანტი.

ნაღვლის ბუშტის ოპერაცია შედარებით მარტივ პრობლემად ითვლება. საავადმყოფოს ენაზე ის მე-3 კატეგორიაში გადის. გადასახადში, რომელიც ტატიანამ მიიღო, ის მე-4 სირთულის კატეგორიაშია მონიშნული. ამას გარდა, მიშელ კაცის თქმით, ზოგჯერ ერთი მომსახურების საფასური გადასახადში ორჯერ მეორდება.

მარტივად რომ წარმოიდგინოთ, მაკდონალდში „ჰეფიმილს“ რომ შეუკვეთავ, წინასწარ იცი, მასში რა შედის. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ჰამბურგერისთვის ცალკე გადაგახდევინონ, არადა ის არც შეგიკვეთია“ - ხსნის მიშელ კაცი.

ამასთან ერთად, წამლებში და გადასახვევ საშუალებებშიც არანორმალურად ბევრს გახდევინებენ. მაგალითად, ის, რაც ინტერნეტზე ორნახევარი დოლარი ღირს, საავადმყოფოში შეიძლება 60 ღირდეს.

„როცა ეუბნები, ეს არ შეიძლება 60 დოლარი ღირდეს, გპასუხობენ: საავადმყოფოს ასე უჯდება“- ყვება ექიმი ანდერსონი.

ტატიანამ უარი თქვა უზარმაზარ გადასახადზე. დიდი ბრძოლის შემდეგ მას ხარჯი 18 ათასიდან 10 ათასზე ჩამოუყვანეს.

„საოცრებაა. ამ თანხას შედარებით არაუშავს“ - ამბობს ტატიანა.

მას კიდევ ერთი შეღავათი გაუკეთეს, გადასახადს განვადებით გადაიხდის. თანაც თვიურად ისეთი თანხა დაუწესეს, რასაც უფრო გაწვდება. ტატიანას დიდი იმედი აქვს, რომ ჯანდაცვის რეფორმის მიღების შემთხვევაში, ამერიკული საავადმყოფოს მომსახურება ოდნავ მაინც გაიაფდება.
XS
SM
MD
LG