ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში ტროპიკული შტორმი თანდათან წყნარდება. სტიქია ახლა მეზობელი შტატისკენ - ლუიზიანისკენ ინაცვლებს.
დღეს დილით უპრეცედენტო ნალექი მოვიდა ჰიუსტონთან ახლომდებარე ქალაქ ბომონში.
ქარიშხლების ეროვნული ცენტრის განცხადებით კი, დატბორვამ ლუიზიანაში, შესაძლოა, 30 სანტიმეტრს მიაღწიოს. ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, დატბორილი სახლებიდან ტეხასში 130 000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. 30 000 ადამიანი 230 თავშესაფარში რჩება.
დაღუპულად მიიჩნევა 13 ადამიანი, თუმცა ადგილობრივი ოფიციალური პირები ამ რიცხვს ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ. გუშინ ტეხასის ქალაქ ოსტინში პრეზიდენტი ტრამპი, მეუღლესთან ერთად ჩავიდა და სამაშველო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიიღო. მოგვიანებით, მან ტვიტერზე დაწერა, რომ ტეხასში შტორმის დროს ტრაგედიისას მიყენებულმა ტკივილმა შესძრა.
Facebook Forum