ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

11 სექტემბრის ორგანიზატორებს ასამართლებენ


11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის ერთ-ერთ ორგანიზატორს ხალიდ შეიხ მოჰამედსა და მის ოთხ თანამზრახველს სიკვდილით დასჯა ემუქრება.

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით ბრალდებულების სასამართლო გუანტანამოს ყურეში, ამერიკის საზღვაო ფლოტის ტერიტორიაზე შედგება.

მოჰამედსა და მის მოკავშირეებს ბრალი თვითმფრინავის გატაცებაში, შეთქმულების მოწყობაში, საკუთრების ხელყოფაში ომის კანონის დარღვევასა და მკვლელობაში ედებათ.

პენტაგონის განცახდებით, ბრალდებულებს დაცვის მიზნით დახმარებას სპეციალური ადვოკატი გაუწევს.

მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფი უარყოფითად აფასებს სამოქალაქო სასამართლო პროცესის გამართვას სამხედრო ტრიბუნალის მეშვეობით.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ჰუმან რაითს ვოჩის“ წარმომადგენელი ლორა პიტერი აცხადებს რომ:

„ეს პროცესი სამართლიანობის სისტემის შესატყვისი უნდა იყოს და ასევე აღიარებული უნდა იყოს როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი სტანდარტების მიერ.“

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ოაბამა თავიდანვე ცდილობდა ბრალდებულების გასამართლების პროცესის სამოქალაქო წესით წარმართვას, თუმცა ყოველივე ეს კონგრესის გადაწყვეტილებამ შეცვალა.

XS
SM
MD
LG