ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის მოქალაქეებს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო გადაეცათ


Fr
Fr

ამ ადამიანების ქმედება „სიმამაცის, სოლიდარობის და იმედის გზავნილია“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ერთი ბრიტანელი და ამერიკის სამი მოქალაქე დააჯილდოვა, რომელთაც ამსტერდამ-პარიზის მატარებელზე შეიარაღებული პირის გაუვნებელყოფა შეძლეს. ფრანსუა ოლანდმა დღეს მათ ქვეყნის უმაღლესი ჯილდო, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენები გადასცა.

„ტერორისტმა აქტის ჩადენა გადაწყვიტა. მას საკმარისი იარაღი და ამუნიცია ჰქონდა იმისთვის, რომ ნამდვილი სასაკლაო მოეწყო და ამას გააკეთებდა კიდეც, თქვენ რომ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად არ ჩარეულიყავით“ - ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტმა ოლანდმა დაჯილდოვებულებს. მისი თქმით, ამ ადამიანების ქმედება „სიმამაცის, სოლიდარობის და იმედის გზავნილია“. ოლანდმა ასევე აღნიშნა საფრანგეთის მოქალაქის დამსახურება, რომელმაც პარიზის მატარებელზე შეიარაღებული ადამიანი პირველმა შენიშნა.

XS
SM
MD
LG