ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ჯარისკაცები სირიიდან ერაყში გადავიდნენ


სირიაში განლაგებული შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები ერაყში გადავიდნენ. ისინი ერბილისკენ მიემართებიან. ერაყის ქურთისტანის რეგიონში ადგილობრივებმა მათ კარტოფილები დაუშინეს. შეერთებული შტატების დანაყოფებმა სირიის ჩრდილოეთი გასულ კვირას დატოვეს, რის შემდეგაც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლთში თურქეთმა ქურთული შენაერთების წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო.

ამერიკელი ჯარისკაცები დასავლეთ ერაყში გადავიდნენ, სადაც ისინი შესაძლოა ტერიტორისული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთონ. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა განაცხადა, რომ დაახლოებით, 700 ამერიკელი სამხედრო, რომლებიც სირიაში იყვნენ განლაგებული, ერაყში დისლოცირებულ 5000 ამერიკელ ჯარისკაცს შეუერთდებიან. ესპერის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ბაღდადთან შეთანხმებულია.

17 ოქტომბერს, თურქეთი და შეერთებული შტატები ხუთდღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომლის თანახმადაც ანკარა ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას შეაჩერებდა. თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება "ძირითადად" სრულდება.

შეთანხმებით, ქურთი მებრძოლები თურქეთის საზღვრის გასწვრივ ტერიტორიიდან უნდა გავიდნენ. ანკარას იმედი აქვს, რომ მის საზღვართან „უსაფრთხო ზონას“ შექმნის. ანკარა, ქურთულ შენაერთებს სირიაში, მის მიერ ტერიტორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ განშტოებად და ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG