რა არის ეროვნული საგანგებო მდგომარეობა?
შესაბამისი კანონპროექტი შეიქმნა, რადგან არსებობდა იმის საჭიროების შეგრძნება, რომ დაესრულებინათ უვადო საგანგებო მდგომარეობების ვითარება და კონგრესის უფლებამოსილება ფორმალურად ჩამოყალიბებულიყო. კანონპროექტი 1976 წლის სექტემბერში დამტკიცდა, რათა პრეზიდენტის საგანგებო უფლებამოსილებების გარკვეული შემაკავებელი და გამაწონასწორებელი სისტემა არსებულიყო. მათ შორის, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ორ წელიწადში მისი გაუქმება და იმის მოთხოვნა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს, გამოცხადებიდან არაუგვიანეს ექვსი თვის გასვლის და ასევე, არაუგვიანეს ყოველი შემდგომი ექვსი თვის დასრულებისას, კონგრესის ორივე პალატამ ერდროულად უყაროს კენჭი რეზოლუციას იმის დასადგენად, საგანგებო მდგომარეობა უნდა შეწყდეს თუ არა.
შეუძლია თუ არა ტრამპს მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად საგანგებო უფლებამოსილების გამოყენება?
ტრამპს, როგორც პრეზიდენტს, ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლება აქვს. თუმცა მას შესაძლოა არ ჰქონდეს ის ყოვლისმომცველი უფლებამოსილება, რაც ჩვეულებრივ ასეთ გამოცხადებასთან არის დაკავშირებული.
არის თუ არა ნამდვილი საგანგებო ვითარება?
ტრამპმა სამხრეთ საზღვარზე მიგრანტების მოზღვავება, ჰუმანიტარულ და ეროვნულ საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. კვირას ტრამპმა თქვა: „შემოდიან კრიმინალები, ადამიანების ტრეფიკინგით დაკავებული ბოროტმოქმედები, შემოდის ნარკოტიკების დიდი რაოდენობა, ბევრი ისეთი რამ ხდება, რის გაგებასაც კი არ მოინდომებდით“. ადმინისტრაცია ასევე საუბრობს ტერორისტებზე, რომლებიც შეერთებული შტატების საზღვარს მექსიკის მხრიდან კვეთენ. კრიტიკოსები ირწმუნებიან, რომ ადმინისტრაციის განცხადებებისგან განსხვავებით, საზღვართან მიგრანტების დიდი მასის შეგროვების მტკიცებულება არ არსებობს.
რა იქნება სუბსიდირების წყარო?
კედლის დაფინანსება შეიძლება რთული საქმე აღმოჩნდეს. შესაძლოა, ფულის გამოძებნის ერთი გზა, სამხედრო საგანგებო მდგომარეობის კანონი გახდეს, რომელიც თავდაცვის მდივანს უფლებას აძლევს, სამშენებლო პროექტები კონგრესის ნებართვის გარეშე დაუშვას. ხუთშაბათს მედია იუწყებოდა, რომ თეთრი სახლი, შეერთებული შტატების არმიის საინჟინრო კორპუსის კუთვნილ, აუთვისებელ თანხებს მოიძიებს. მედიის ცნობებით, პოტენციური თანხა შეიძლება იმ პროექტებიდან გადამისამართდეს, რომელიც პუერტო-რიკოს, ტეხასს, კალიფორნიას და ფლორიდას, სტიქიური უბედურების შედეგების აღმოსაფხვრელი კანონის მიხედვით დაუმტკიცდა.
რა შეუძლია კონგრესს?
კონგრესს შეუძლია, ორივე პალატის თანხმობით, საგანგებო მდგომარეობა გააუქმოს. მაგრამ ეს შეიძლება გართულდეს, იმის გათვალისწინებით, რომ რესპუბლიკელებს სენატში უმრავლესობა აქვთ. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, შეიძლება ასევე უამრავი სასამართლო გამოწვევის წინაშე აღმოჩნდეს.
ადრე თუ მომხდარა ასეთი რამ?
დიახ. სინამდვილეში, 1979 წლიდან, შეერთებული შტატები უწყვეტ საგანგებო მდგომარეობაში იმყოფება. ეს იმით დაიწყო, რომ თეირანში შეერთებული შტატების საელჩოს დაკავების შემდეგ, მაშინ პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა, ირანის აქტივების გასაყინად, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მას შემდეგ, მომდევნო ექვსი პრეზიდენტის მიერ, ყოველწლიურად მისი განახლება ხდებოდა.
ამჟამად ძალაშია კიდევ რამდენიმე სხვა საგანგებო მდგომარეობა: პრეზიდენტ ბილ კლინტონის მიერ 1996 წელს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, რომელიც კუბის სამხედრო ძალების მიერ, კუბის სანაპიროსთან ორი სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებას მოჰყვა და ასევე, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მიერ 2001 წლის 14 სექტემბერს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, რომლითაც 2011 წლის 11 სექტემბრის თავდასხმის კვალდაკვალ, პრეზიდენტს სამხედრო ძალების მობილიზების ფართო უფლებამოსილება მიეცა.
დღეს ძალაშია 28 ეროვნული საგანგებო მდგომარეობა. მათი უმრავლესობა, საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების კანონის ფარგლებში მოქმედებს, რომელიც პრეზიდენტს უფლებას ანიჭებს, საგარეო პოლიტიკის გასატარებლად ეკონომიკური სანქციები დააწესოს.
Facebook Forum