ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მან შესაძლოა სულ მალე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს. პრეზიდენტი და კონგრესი სასაზღვრო უსაფრთხოების დაფინანსების საკითხზე ვერ თანხმდებიან და ამერიკის მთავრობის ნაწილის საქმიანობა უკვე სამი კვირაა შეჩერებულია.
თეთრი სახლის ინფორმაციით, პარასკევს, ნაშუადღევს, მრგვალი მაგიდის ირგვლივ დონალდ ტრამპი და შტატების, ადგილობრივი მთავრობებისა და თემის ლიდერები შეიკრიბებიან.
ტრამპი ამბობს, რომ კედელი აუცილებელია არალეგალური მიგრაციისა და ნარკორეალიზაციის, ასევე ყველა იმ დანაშაულის შესამცირებლად, რომელიც ამასთანაა დაკავშირებული. ხუთშაბას პრეზიდენტი ტეხასში ჩავიდა, სადაც საზღვრის დაცვის თანამშრომლებს შეხვდა და თქვა, რომ შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს.
ამ შემთხვევაში პრეზიდენტი შეძლებს გარკვეული თანხების განკარგვას კონგრესის თანხმობის გარეშე. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუკი პრეზიდენტი ამ გადაწყვეიტლებას მიიღებს, მას მალევე დაბლოკავს სასამართლო, რომელსაც მის კონსტიტუციურობაზე მოუწევს მსჯელობა.
Facebook Forum