კრემლის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, შეერთებული შტატების საელჩოს რუსეთში, რუსი მუშახელი საყვანა აეკრძალა. შედეგად, ამერიკის საელჩოს მისი საკონსულოს თანამშრომლების 75%-ით შემცირება და მომსახურებების შეზღუდვა მოუწია.
ბრძანება ძალაში ოთხშაბათს შევიდა. ამ შეზღუდვის შედეგად, ამერიკის საელჩომ შეაჩერა ტურისტული ვიზების გაცემა რუსეთში და ვიზებს მხოლოდ „სიკვდილ-სიცოცხლის“ საკითხების შემთხვევაში გასცემს. შედეგად, რუს ბიზნესმენებს, გაცვლითი პროგრამის მონაწილეებს თუ სხვებს აღარ შეეძლებათ შეერთებულ შტატებში მოსახვედრად ვიზის მიღება. შეზღუდვები ეხება ასევე ამერიკელებსაც, რომლებიც პასპორტის განახლებას, თუ ახალშობილის რეგისტრაციას საელჩოში ვეღარ შეძლებენ.
საელჩოს არ განუმარტავს, გეგმავს თუ არა საკონსულოს თანამშრომლების ამერიკელი მუშახელით დაკომპლექტებას.
გასულ თვეში, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ მიღებული ბრძანებით, რომელიც მოიცავს „არამეგობრული“ ქვეყნების სიას, ცალკეულ ქვეყნებს ეზღუდებათ რუსების ან მესამე ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება. სიაში მოხვდნენ გაერთიანებული სამეფო, უკრაინა, პოლონეთი, საქართველო და სხვები. თუმცა ბრძანება ამ დრომდე ჯერ მხოლოდ შეერთებულ შტატებს შეეხო.
შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ცოტა ხნის წინ სანქციები დაუწესა, ამერიკის არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობისა და „სოლარუინდის“ კიბერ-თავდასხმის გამო. ორივე ქვეყანამ ერთმანეთის დიპლომატები გააძევა.
Facebook Forum