გამოკითხვების შედეგების მიხედვით, დონალდ ტრამპი მეტოქეს ჩამორჩება და კონგრესის არჩევნებში მონაწილე რესპუბლიკელი კანდიდატები ამომრჩეველს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ რათა კლინტონის პრეზიდენტობა არ დაუშვან. დემოკრატები კი ამტკიცებენ, რომ ჰილარი კლინტონს თავისი გეგმის შესასრულებლად კონგრესში მოკავშირეები სჭირდება.
მინესოტის შტატის საკონგრესო ოლქში, რომელიც მწვავე მეტოქეობით გამოირჩევა, რესპუბლიკელმა სტიუარტ მილსმა თითქმის აღიარა, რომ მისი პარტიის კანდიდატი 8 ნოემბერს დამარცხდება, მაგრამ სატელევიზიო რეკლამაში ამ შეხედულების თავის სასარგებლოდ შეტრიალებას ცდილობს და აცხადებს, რომ მისი მეტოქე კანდიდატი, ნოლანი, გამარჯვების შემთხვევაში კლინტონს ტრილიონობით ახალი ვალის წარმოქმნაში და სამუშაო ადგილების შემზღვუდველი გადასახადების შემოღებაში უსიტყვოდ დაუჭერს მხარს.