ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესი ნელა მიმდინარეობს


აშშ-ში ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესი ნელა მიმდინარეობს
აშშ-ში ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესი ნელა მიმდინარეობს

შეერთებულ შტატებში რეცესიის შემდეგ ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესი მძიმედ მიმდინარეობს. სამუშაო ბაზარზე გაუმჯობესების მიუხედავად გასულ თვეს წარმოების მაჩვენებლები დავარდა სახლების ფასთან ერთად.

უმუშევრობა შეერთებულ შტატებში კრიზისამდელ დონეს დაუბრუნდა, მაგრამ საწვავზე ფასების მომატება მომხმარებლის შემსყიდველუნარიანობაზე უარყოფითად მოქმედებს.

ენერგო-ექსპერტის ჯენ სტიუარტის განცხადებით ძვირადღირებული ნავთობის მოპოვების სამუშაოები მოგების რაოდენობას ამცირებს.

დიდი დეპრესიის შემდეგ ეს შეერთებულ შტატების ისტორიაში ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისია, მიუხედავად ამისა კარნეგის მშიდობისა და განვითარების ფონდის საერთაშორსო ეკონომიკის ექსპერტის ური დავუშის განცხადებით:“ შეერთებული შტატების ეკონომიკა ძალზე მოქნილია, ახალი ინოვაციებით და დინამიური განვითარებით გამოირჩევა. მაგრამ კრიზისმა მძიმე კვალი დაატყო ამერიკის ეკონომიკას, რაც კარგად გამოჩნდა უძრავი ქონების ბაზარზე, კერძოდ სახლების ფასებთან დაკავშირებით. ამის გამო ეკონომიკური აღორძინება უფრო ნელი ტემპით მიმდინარეობს ვიდრე მოსალოდნელი იყო.“

მართალია ბანკის მიერ ჩამორთმეული ბინების რაოდენობამ იკლო, მაგრამ სამაგიეროდ დეკემბერში კიდევ 4%-ით დაეცა სახლების ფასები. უკანასკნელი მონაცემებით ამერიკელთა უმრავლესობა თავს იკავებს სახლების შეძენისგან და ნაქირავებ ბინაში ცხოვრებას არჩევს, სანამ ბაზარი საბოლოოდ არ დარეგულირდება.

მიუხედავად იმისა რომ მსოფლიოს ყველაზე მძლავრი ეკონომიკა ამჟამად ძლიერ რყევებს განიცდის, ეკონომიკური ექსპერტი ური დადუში ოპტიმისტურად არის განწყობილი. მისი თქმით:“ მე ბევრი რამ მინახავს, ეკონომიკური აღმავლობა და ვარდნა, საბირჟო კატასტროფები და ეიფორია. მაგრამ მთავარია ყველა ეკონომიკური მონაცემები გულდასმით შევისწავლოთ და ისე განვსაზღვროთ ჩვენი მომავალი განვითარების გზა.“

შეერთებული შტატების ბიზნესის და ეკონომიკის გავითარების ეროვნული ასოციაციის მონაცემებით ამერიკის ეკონომიკა სწორი მიმართულებით მიდის. ამ ორგანიზაციის პროგნოზით შეერთებულ შტატებში ეკონომიკური ზრდა 2012 წელს ორნახევარ პროცენტს მიაღწევს.

XS
SM
MD
LG