ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უმუშევრობის მაჩვენებელი ამერიკაში კიდევ უფრო დაეცა


ამერიკის ეკონომიკაში მაისის თვეში 38 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. უმუშევრობის მაჩვენებელი კი 4.7 პროცენტამდე დაეცა. პარასკევს გამოსული შრომის დეპარტამენტის ანგარიში დიდწილად ემთხვევა ეკონომისტების მიერ გაკეთებულ ადრეულ პროგნოზებს. ბოლო ერთი წლის მანძილზე საშუალო ხელფასმა 2.5 პროცენტით იმატა, რაც ინფლაციის შარშანდელ მაჩვენებელს უსწრებს.

უმუშევრობის მაჩვენებლის ვარდნა ძირითადად იმ ფაქტით აიხსნება, რომ ბევრმა ამერიკელმა უიმედობის გამო სამსახურის ძებნა შეწყვიტა. ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა ჯანდაცვის სფეროში, კლება კი დაფიქსირდა ქვანახშირის მოპოვების და ნავთობწარმოების სფეროში.

XS
SM
MD
LG