ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა საბრძოლო ველზე დრონების რაოდენობას ზრდის


ბრძოლის ველიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით პილოტების მზარდი რაოდენობა დრონების ოპერირებას სწავლობს.

ჰოლომანის საწვრთნელი ბაზა უკვე დიდი ხანია ამერიკელი პოლოტების გასაწვრთნელად და უახლესი სამხედრო აღჭურვილობის გამოსაცდელ ადგილად გამოიყენება. მაგრამ უკანასკნელ პერიოდში პილოტების ტრეინინგი მხოლოდ გერმანული წარმოების მოიერიშე თვითმფრინავებზე ხდება. დანარჩენი წვრთნები უპილოტო საფრენი აპარატების - იგივე დრონების ოპერატორების სასწავლებლად ტარდება.

ჰოლომანის საჰაერო სივრცეში დღეს დრონები დომინირებს. მათი პილოტები კი დისტანციურად მართავენ საფრენ აპარატს და ბრძოლის ველზე ყოფნა არ სჭირდებათ. ისინი დრონებს ჯოისტიკებითა და პლაზმური ეკრანებით მართავენ.

ამ ბაზაზე ასობით ამერიკელი ჯარისკაცი საბრძოლო მისიების შესრულებას ავღანეთიდან და იემენიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით სწავლობს.

ჯეი ერთ-ერთი ინსტრუქტორია:

„ერთი, რასაც ყოველ დღე გვასწავლიან და გვიმეორებენ არის ის, რომ ეს არ არის ვიდეო თამაში. ეს რეალობაა. საბოლოო ჯამში შეიძლება აღმოვჩნდეთ სიტუაციაში, როცა ჩვენს მიერ იარაღის გამოყენებას ადამიანების - ჩვენი მტრების - სიცოცხლე შეეწირება.“

ადრე დრონების ოპერატორებს მოეთხოვებოდათ, რომ ისინი გამოცდილი პილოტები ყოფილიყვნენ. დღეს ვითარება სხვანაირია. ამერიკის შეიარაღებული ძალების სარდლობა ცდილობს მაქსიმალურად გაზარდოს უპილოტო საფრენი აპარატების რაოდენობა, რის გამოც დრონების საფრენად პილოტის გამოცდილების ქონა აუცილებელი მოთხოვნა აღარ არის. ამ ფუნქციის შესასრულებალდ წვევამდელები მიჰყვათ.

დისტანციური მართვის თვითმფრინავების გამოყენება ამერიკის მთავრობას გაცილებით ნაკლები უჯდება, ვიდრე პილოტიანი ტრადიციული მოიერიშე თვითმფრინავებისა. გარდა ამისა, დრონების ოპერატორის მომზადებას 126 დღე სჭირდება, რაც ორჯერ ნაკლებია პილოტების მომზადების ხანგრძელივობაზე.
ლინზი ერთ-ერთი სტუდენტია, რომელსაც ცოტა ხნის წინ ბავშვი შეეძინა. მისი თქმით, ამ სახის სამხედრო სამსახურს ბევრი დადებითი მხარე აქვს:

„ის ფაქტი, რომ ფიზიკურად იქ არ ვარ ძალიან მნიშვნელოვანია. მე აქ ვზივარ, ჩემი თვითმფრინავი კი ათასობით კოლომეტრით მოშორებით დაფრინავს. ძალიან რთულია ამისი გაცნობიერება. თუმცა, ძალიან მომწონს ის, რომ საღამოს შემიძლია სახლში წავიდე.“

მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სავარჯიშო რისკების გარეშე მიმდინარეობს.

პილოტები საკუთარ პროფესიას და ვინაობას არ ამჟღავნებენ იმის გამო, რომ არაერთ მუქარას იღებენ, მათ შორისაა სიკვდილით დასჯის მუქარებიც.

ჯეი, რომელიც დრონებს საბრძოლო ველზეც მართავდა, ამბობს, რომ ეს სამსახური არც ისე ადვილია, როგორც ჩანს:

„ხანდახან გამოთიშვა გიჭირს. ერთი ნაკლოვანება ის არის, რომ სამუშაო საათების დროს საბრძოლო ზონას ვუყურებ და მერე სახლში მივდივარ. ძალიან რთულია საბრძოლო ველიდან აქაურობაზე გადმორთვა. მანქანაში რომ ჩაჯდები სახლში წასასვლელად 5-10 წუთი გჭირდება იმის გასაცნობერებლად, რომ ომში არ ხარ და სახლში ოჯახთან მიდიხარ. გადართვის ეს პროცესი, ხანდახან ძალიან რთულია.“

ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ნივთიერებების მოძებნა და მათი განადგურება დრონების ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა. ამით ისინი ამერიკელ ჯარისკაცებს ბომბზე აფეთქებისგან იცავენ.

ჰოლომანში მომუშავე პილოტებს სჯერათ, რომ ისინი ამერიკელი ჯარისკაცების სიცოცხლეს იცავენ, რაც მათ საქმიანობას მნიშვნელოვნად აადგვილებს.
XS
SM
MD
LG