ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დეგნანი: საქართველომ ვირუსთან ბრძოლის პირველ ეტაპს ძალიან კარგად გაართვა თავი


"რადიო თავისუფლების" ფოტო
"რადიო თავისუფლების" ფოტო

საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლის პირველ ეტაპს ძალიან კარგად გაართვა თავი.

მისი განცხადებით, არსებულ ვითარებაში, ჯანდაცვის სისტემა ძალიან გამართულად მუშაობს და პანდემიას თავს შთამბეჭდავად ართმევს.

„ჯანდაცვის სამინისტროსთან, ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებას. ასეთ პერიოდში კი, ნათლად ჩანს, რომ ჯანდაცვის სისტემა ძალიან გამართულად მუშაობს და შთამბეჭდავად ართმევს თავს პანდემიას. აღნიშნული დონაცია საქართველოს ტესტირების გამტარუნარიანობის გაზრდაში დაეხმარება. ტესტებისთვის განკუთვნილი აპარატები მოდერნიზებულია, თან მოჰყვება 4 000 ოქროს სტანდარტის „პისიარ“ ტესტი. ამერიკული კომპანია „Thermo Fisher"-ისგან შეძენილი ეს ტესტირების კომპლექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს უნარს, გაზარდოს COVID-19-ის ტესტირება და გააკონტროლოს ვირუსის გავრცელება.. ვირუსთან ბრძოლის კუთხით ჯერ მხოლოდ ნახევარი გზა გვაქვს გავლილი, ძალიან ბევრი დეტალი გამოჩნდება და გამოიკვეთება ეკონომიკის ხელახლა გახსნის გზაზე."

ამერიკის საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს „პისიარ“ ტესტირების ორი აპარატი და 4000 ტესტი გადასცა. ასევე საელჩოსგან საქართვლომ $20,000-მდე ღირებულების ინდივიდუალური სამედიცინო დაცვის საშუალებები მიიღო. ამერიკული კომპანია „Thermo Fisher"-ისგან შეძენილი ეს ტესტირების კომპლექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს უნარს, გაზარდოს COVID-19-ის ტესტირება და გააკონტროლოს ვირუსის გავრცელება. ცერემონიას აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პირადად დაესწრო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG