ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატთა მორიგი დებატები დასრულდა


შვიდმა დემოკრატმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ხუთშაბათს, 19 დეკემბერს, სცენაზე პირდაპირ ეთერში იკამათა. ეს კანდიდატები დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციის მოპოვებას ცდილობენ. ყველა მათგანმა, ბოლო დებატების დროს, ერთხმად გაილაშქრა პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ. მათ აღნიშნეს, რომ ის ყველაზე კორუმპირებული ლიდერია აშშ-ის ისტორიაში.

დებატების სცენიდან, ყველა დემოკრატმა კანდიდატმა მხარი დაუჭირა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ იმპიჩმენტის გამოცხადებას. მათ აღნიშნეს, რომ დონალდ ტრამპმა ძალაუფლებას გადაამეტა საკუთარი თავის სასარგებლოდ და კონგრესის მიერ მისი საქმიანობის გამოძიებას ხელი შეუშალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG